ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) წარმომადგენლები, საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით,ხუთშაბათს პრესკონფერენციას ჩაატარებენ
თბილისი, 2021 წლის 25 აგვისტო – ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) წარმომადგენლები, ხუთშაბათს, 26 აგვისტოს ჩაატარებენ პრესკონფერენციას საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების სადამკვირვებლო მისიის გახსნასთან დაკავშირებით.
ქვეყანაში არსებული რეგულაციების გამო, მხოლოდ 30 ჟურნალისტს შეეძლება პირადად დაესწროს პრესკონფერენციას, ხოლო ყველა დანარჩენს შესაძლებლობა ექნება მონაწილეობა მიიღოს ზუმის პლატფორმის საშუალებით. პრესკონფერენციის გადაღების მსურველ მაუწყებელს პრიორიტეტი მიენიჭება ადგილზე დასწრებისთვის.
რა:
- ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის როლი და საქმიანობა (OSCE/ODIHR)
პრესკონფერენციას დაესწრებიან როგორც პირადად/ასევე ზუმის მეშვეობით (დეტალები იხილეთ ქვემოთ)
ვინ:
- ალბერტ იონსონი, ეუთოს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი
როდის:
- 15:00 ადგილობრივი დროით (GMT +4) 26 აგვისტო, 2021
სად:
- სასტუმრო „თბილისი მერიოტის" საკონფერენციო დარბაზი, რუსთაველის გამზ. 13, თბილისი
რეგისტრაცია:
- პირადი დასწრებისას რეგისტრაციის გავლა არ არის აუცილებელი,მხოლოდ ჟურნალისტების მიერ დასმული შეკითხვები იქნება გადაღებული
- ზუმით მონაწილეობის მისაღებად გთხოვთ რეგისტრაცია გაიაროთ: კატია ანდრუსთან (Katya Andrusz) ODIHR წარმომადგენელი/მომხსენებელი: katya.andrusz@odihr.pl და ჯიოვანა მაიოლასთან (Giovanna Maiola) მედია ანალიტიკოსი, Giovanna.Maiola@odihr.ge ან : +995 595316983
ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის ODIHR არჩევნების სადამკვირვებლო მისიის საქმიანობის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ ეწვიოთ ვებ გვერდს: https://www.osce.org/odihr/elections/georgia