ჩვენი სკოლა, ჩვენი მრავალფეროვნება: შენი ისტორია 60 წამში
როდის
სად
ორგანიზატორი
ეროვნული უმცირესობების საკითხებზე ეუთოს უმაღლესი კომისარი
ეროვნული უმცირესობების საკითხებზე ეუთოს უმაღლესი კომისარი წარმოადგენს დამოუკიდებელ ინსტიტუტს, რომელიც დაარსდა 1992 წელს. მისი მანდატი ითვალისწინებს ადრეულ შეტყობინებასა და ადრეულ ქმედებას, იმ შემთხვევებში, სადაც ეროვნულ უმცირესობებთან დაკავშირებული დაძაბულობა შეიძლება სახელმწიფოებში და სახელმწიფოებს შორის კონფქლიქტში გადაიზარდოს.
დღევანდელი მსოფლიო სულ უფრო მეტად მრავალენოვანი და მულტიკულტურულია. როგორ ხედავთ ამ სამყაროს თქვენ და თქვენი სკოლის მეგობრები? რა როლს ასრულებს განათლება მასში? კულტურულად რამდენად მრავალფეროვანია თქვენი სკოლა და რა გამოცდილებას იღებთ თქვენ? აქცევს თუ – არა განათლება მრავალფეროვნებას შესაძლებლობად?
გაგვიზიარეთ თქვენი ისტორია 60 წამიანი ვიდეოების საშუალებით და შემოგვიერთდით კონფლიქტის მოგვარებაში განათლების როლის შესახებ ცნობიერების ამაღლებაში.
სამი საუკეთესო ვიდეო დაჯილდოვდება პრიზებით და ასევე ნაჩვენები იქნება 20-21 აპრილს ჰააგაში, ნიდერლანდებში გამართულ ღონისძიებაზე, რომელიც ეძღვნება ჰააგის რეკომენდაციების 20 წლისთავს. წარმოდგენილი ვიდეოები ასევე აიტვირთება ეუთო ეუუკ-ის ვებ გვერდზე და სხვა პარტნიორი ორგანიზაციების გვერდებზე.
განათლების აუცილებლობა მხოლოდ იმაში კი არ მდგომარეობს, რომ წმინდა აკადემიური ან ტექნიკური ცოდნა შესძინოს ადამიანს, არამედ ისეთი ღირებულებების დამკვიდრებაშიც, როგორებიცაა შემწყნარებლობა, პლურალიზმი, ანტირასიზმი და ჰარმონია, როგორც საერთაშორისო დონეზე, ისე მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფებს შორის ურთიერთობაში.
როგორ მივიღო მონაწილეობა?
კონკურსი ღიაა 12-დან 18 წლამდე ახალგაზრდებისთვის,
რომლებსაც მონაწილეობა შეუძლიათ მიიღონ როგორც ინდივიდუალურად, ასევე ჯგუფურად. ეროვნული უმცირესობების საკითხებზე ეუთოს უმაღლესი კომისარი დააჯილდოებს სამი ვიდეოს ავტორს. პირველი პრიზი არის ვიდეო კამერა, მეორე პრიზი არის პლანშეტი და მესამე - ზურგჩანთა მზის პანელით.
რა უნდა გავაკეთო კონკურსში მონაწილეობისთვის: ჩაწერეთ არაუმეტეს ერთ წუთიანი ვიდეო, რომელიც მოგვიყვება თქვენს სკოლაში არსებული მრავალფეროვნების შესახებ.
კონკურსის ხანგრძლივობა::საკონკურსო ვიდეოები წარმოდგენილი უნდა იყოს 2016 წლის 1 აპრილამდე
ენა: ენა არ არის ბარიერი. ვიდეო შეიძლება ნებისმიერ ენაზე/ენებზე ჩაიწეროს, მაგრამ გასაგები უნდა იყოს ნებისმიერი ადამიანისთვის, რომელიც ამ ენაზე/ენებზე არ საუბრობს. მივესალმებით ვიდეო კლიპებს, რომლებშიც გამოყენებულია ვიზუალური ენა, მუსიკა, ხმები ან სხვა კარგი იდეები.
როგორ: ვიდეოები შეიძლება გადაიღოთ მობილური ტელეფონით ან ნებისმიერი სხვა მოწყობილობით, სასურველია ჰორიზონტალურად (landscape dimension). ფილმი არ უნდა იყოს 1 წუთზე მეტი ხანგრძლივობის!
წარდგენა: წარმოადგინეთ თქვენი ვიდეო:
- ელ-ფოსტა: videocontest@osce.org (შენიშვნა:: არ გამოგზავნოთ ვიდეო ფაილი მეილის საშუალებით; გამოგზავნეთ ის ბმული, სადაც ვიდეოა ატვირთული, მაგ: at Dropbox, WeTransfer, MEGA or TransferBigFiles)
- WhatsApp: Our School, Our Diversity ნომერზე +31 641644344
- Viber App: Our School, Our Diversity ნომერზე +31 641644344
- Line App: Our School, Our Diversity ნომერზე +31 641644344
ვიდეოსთან ერთად გამოგზავნეთ შემდეგი ინფორმაცია:
- სრული სახელი
- დაბადების თარითი
- ელ-ფოსტის მისამართი
- ტელეფონის ნომერი
- პირადი ან ჯგუფური ფოტო
- ქვეყანა, ქალაქი და სკოლის სახელი
გთხოვთ, ვიდეოს ორიგინალი ფაილი შეინახოთ. თუკი თქვენი ვიდეო შერჩეული იქნება გასამართ ღონისძიებაზე, საჩვენებლად, დაგიკავშირდებით ორიგინალი ფაილის ტრანსფერის შესახებ დეტალებით.
პირობები : ყველა მონაწილე ეთანხმება და ყველა წარმოდგენილ ვიდეოზე ვრცელდება, კონკურსის პირობები.
შეტყობინება: კონკურსის ჟიური განიხილავს ყველა ვიდეოს და გამარჯვებულ ავტორებს დაუკავშირდება 2016 წლის 15 აპრილამდე ელ. ფოსტის საშუალებით.
ჰააგის რეკომენდაციები
ჰააგის რეკომენდაციები ეროვნულ უმცირესობათა განათლების უფლებებთან დაკავშირებით ხელს უწყობს ეროვნული უმცირესობების უფლებების დაცვას განათლების სფეროში, ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებისთვის განათლების მიღების თანაბარ შესაძლებლობას და განათლების როლის, როგორც საზოგადოების ინტეგრაციის საშუალების, პოპულარიცაზიას.